რეკლამა

სოზარ სუბარი დევნილებისთვის გამართულ პროფესიული განათლების ფორუმს დაესწრო

4 ოქტომბერი, 2017 • 1123
სოზარ სუბარი დევნილებისთვის გამართულ პროფესიული განათლების ფორუმს დაესწრო

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი თბილისში, დევნილებისთვის გამართულ პროფესიული განათლების ფორუმს დაესწრო.

განათლების ფორუმის მონაწილე პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებმა დევნილებს პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწიეს და მათთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურსცენტრის წარმომადგენელმა კი, პროფესიულ სასწავლებლებში ჩაბარების მსურველი დევნილები ადგილზევე დაარეგისტრირა.

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით სპეციალურ პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში, სააგენტო პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ დევნილებს თვითდასაქმებისთვის საჭირო ხელსაწყოებს შეუსყიდის.

ფორუმი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი