რეკლამა

გრიგოლ გიორგაძემ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესახებ სამინისტროს პოზიცია წარადგინა

12 აპრილი, 2017 • 1296
გრიგოლ გიორგაძემ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესახებ სამინისტროს პოზიცია წარადგინა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციების შესახებ სამინისტროს პოზიცია წარადგინა.

გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს სახალხო დამცველის ოფისთან და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მათი ჩართულობით ხდება.

„სახალხო დამცველის ანგარიშში სამინისტროს საქმიანობა პოზიტიურად არის შეფასებული. ბუნებრივია, რომ კვლავ რჩება გამოწვევები და ეს ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველის ოფისთან, ისევე როგორც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.  პრაქტიკულად, ყველა გადაწყვეტილების მიღება მათი ჩართულობით ხდება. ჩვენთვის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება დევნილთა გრძელვადიანი განსახლება, განსაკუთრებით იმ ოჯახების, რომლებიც მძიმე საცხოვრებელ პირობებში ცხოვრობენ. ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი  ასეთი ობიექტი დავხუროთ. ასევე შემუშავებულია გეგმა, რათა  მაქსიმალურად დაჩქარდეს მშენებლობის ტემპები, მაქსიმალურად მრავალფეროვანი გახდეს და გაიზარდოს დევნილების  შემოსავლის წყაროებზე მორგებული პროგრამების რაოდენობა. ეს ყველაფერი დაეფუძნება საბიუჯეტო სახსრების ეფექტურ და სამართლიან განაწილებას“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი