გართობა

ამიერიდან ფეისბუქზე 3D პოსტების გაზიარება შეიძლება

22 თებერვალი, 2018 • 2205
ამიერიდან ფეისბუქზე  3D პოსტების გაზიარება შეიძლება

ფეისბუქის ახალი მოდიფიკაციით, მომხმარებლებს საკუთარ გვერდებზე 3D პოსტების გაზიარება შეეძლებათ.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, პოსტები ინტერაქციული იქნება როგორც კომპიუტერის, ასევე სმარტფონების მომხმარებლებისთვის.

რაც შეეხება იმას, თუ როგორაა შესაძლებელი მსგავსი პოსტების ატვირთვა, კომპანიის თქმით, 3D პოსტებისთვის ისინი  glTF 2.0 ფორმატს იყენებენ. გარდა ამისა, პოსტების შექმნა შეიძლება Sony-ს  Xperia XZ1 მობილური ტელეფონის  სპეციალური აპლიკაციით,  Oculus Medium -ის ონლაინ გალერიით და გუგლის Poly-ით.

FB-ს 3D პოსტები გამოიყურება ასე :

მასალების გადაბეჭდვის წესი