გართობა

ჯენიფერ ენისტონი და ჯასთინ თეროუ ერთმანეთს დაშორდნენ

16 თებერვალი, 2018 • 1791
ჯენიფერ ენისტონი და ჯასთინ თეროუ ერთმანეთს დაშორდნენ

მსახიობების წყვილი, ჯენიფერ ენისტონი და ჯასთინ თეროუ ორწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, წერს BBC.

წყვილმა, რომელიც ერთმანეთს კომედიური ფილმ,ის Wanderlust-ის გადაღებაზე შეხვდა, განაცხადა, რომ საერთო გადაწყვეტილება დაშორებაზე გასული წლის ბოლოს მიიღეს. BBC-ს ცნობით, დაშორების მიზეზი მათ არ დაუსახელებიათ და მეგობრობის შენარჩუნებას აპირებენ.

“ჩვენ ვართ ორი საუკეთესო მეგობარი, რომლებმაც დაწყვილება გადაწყვიტეს, თუმცა ჩვენი მეგობრობის გაგრძელებას მოუთმენლად ველოდებით” – თქვეს მათ.

მათ ასევე განაცხადეს, რომ ჩვეულებრივ ვითარებაში დაშორების ფაქტს არ გაამხელდნენ, თუმცა ჭორებით სპეკულირებას ერიდებიან.

“მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთმანეთის პატივისცემისა და სიყვარულის შენარჩუნებას ვაპირებთ”, – განაცხადა წყვილმა.

ჯასთინ თეროუ ამერიკელი მსახიობი, მწერალი და რეჟისორია. მას საზოგადოება კარგად იცნობს ცნობილ სერიალ Leftovers-იდან. ჯენიფერ ენისტონს უთამაშია სერიალ Friends-ში და არაერთ ჰოლივუდურ ფილმში.

მასალების გადაბეჭდვის წესი